Saturday, December 7, 2013

გაკვეთილის გეგმა

ინტეგრირებული გაკვეთილი „კავკასია ციდან“
გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
კავკასია ციდან 17 ოქტომბერი
სწავლების საფეხური ინტეგრირებული საგნები
დაწყებითი მე–6 კლასი 17 მოსწავლე; 2 გაკვეთილი 90 წუთი
გეოგრაფია, ბიოლოგია, ინფორმატიკა
მოსწავლეთა პროფილი
მე–6 კლასი დამატებით საგნად სწავლობენ ინფორმატიკას;
საშუალო მოსწრების მოსწავლეთათვის
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
გეოგრაფია– მოსწავლეები გაიგებენ თუ რა არის გეო ინფორმატიკის დანიშნულება , სად და როგორ გამოიყენებენ კოსმოსში და დედამიწაზე თანამედროვე კომპიუტერულ საშუალებებს; გაიხსენებენ კავკასიისათვის დამახასიათებელ  ადგილმდებარეობას;
ბიოლოგია – მოსწავლეები გაიხსენებენ რა დამახასიათებელი ფლორა და ფაუნაა კავკასიის რეგიონში რით არის აღსანიშნავი საქართველოს ნაკრძალები რა არის საერთოდ ნაკრძალი;
ინფორმატიკა – ბავშვები გაიგებენ თუ როგორ უნდა მოძებნონ ინტერნეტში კოსმოსიდა გადაღებული დედამიწის სურათები , რუკა, გაიგებენ გეოინფორმატიკის მნიშვნელობას; უკვე შესწავლილი თემიდან შეადგენენ მცირე მონაცემებს ტექსტურ რედაქტორში კავკასიის დამახასიატებელ ფლორაზე და ფაუნაზე ინტერნეტიდან მოიძიებენ სურათებს და ჩასვან
იმუშავებენ ინტერნეტში და ტექსტურ რედაქტორში


ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი
ინფორმატიკა– სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამის ფონზე სულ უფრო შესაძლებელი ხდება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პრიორიტეტია ამ ტექნოლოგიების გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევების განვითარება მოსწავლეებში, სხვადასხვა საგნების სწავლებისას ინტეგრირების გზით.
გეოგრაფია: მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ სივრცის აღქმა, გეოგრაფიული მდებარეობის სწორად განსაზღვრა ამათუიმ მომენტში; ინფორმაციის მოძიება; კოსმოსური სივრცის შესწავლა;   
ბიოლოგია:   მცენარეების და ცხოველების ძირითადი დამახასიათებელი ნიშან თვისებების განსაზღვრა ; ტერიტორიული ადგილის და თვისებების შესწავლა;







თანამიმდევრობა აქტივობა ნაბიჯ–ნაბიჯ
თანამიმდევრობა:
გაკვეთილი პირველი:
გაკვეთილი გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან  გვერდი  გეოინფორმატიკა სკოლაში;
 გონებრივი იერიში გაცნობა თემის შეფასების სქემის – 5 წუთი;
ინტერნეტში კოსმოსიდან გადაღებული სურათების მოძებნა; ჩვენი ნაკრძალების და ტყეპარბის  მოძებნა – 10 წუთი;
ბიოლოგიის მასწავლების საუბარი ნაკრძალებზე მათ მნიშვნელობაზე –5 წუთი
გეოგრაფიის მასწავლებლის საშინაო დავალების მიცემა – 5 წუთი;
პრაქტიკული სამუშაო კომპიუტერებთან წყვილებში – 15 წუთი ;
შეფასება  5 წუთი;

მოსწავლეები შემოდიან ინფორმატიკის კაბინეტში და სხდებიან წყვილებში ერთ კომპიუტერთან 2 ბავშვი; ინფორმატიკის მასწავლებელი გააცნობს გაკვეთილის თემას და შინაარსს;  დღევანდელი გაკვეთილი ეძღვნება გეო ინფორმატიკას; კერძოდ განვიხილავთ კავკასიის რეგიონს ციდან დავათვალიერებთ გუუგლი ქომ –ის გამოყენებით კავკასიას; განვიხილავთ კავკასიის გეოგრაფიას და მის ფლორას და ფაუნას; სამივე საგანში მოგეცემათ შეფასებები შეფასების სქემები გამოკრულია დაფასთან კრიტერიუმების მიხედვით;
პირველ რიგში გონებრივი იერიშის დახმარებით გავიგოთ თუ რა ვიცით გეო ინფორმატიკაზე? რა არის ფლორა და ფაუნა?  კითხვას უსვამთ ბავშვებს იოსინი ხელის აწევით გეუბნებიან დადებით ან უარყოფით პასუხებს; ბავშვების კარნახით დაფაზე ჩამოვწერთ ცხოველებს და მცენარეებს რაც ვიცით შემდეგ დავაჯგუფებთ რომელია აქედამნ კავკასიისათვის დამახასიათებელი; ბიოლოგიის მასწავლებელი ესაუბრება საქართველოს ნაკრძალებზე;
ამის შემდეგ მასწავლებელი პროექტორზე აცვენებს მოსწავლეებს კოსმოსიდან გადაღებულ სურათს მოვძებნით კავკასიის რეგიონს ჩვენს ქალაქს; ჩვენს სკოლას; შემდეგ დაუბრუმნებით ბიოლოგიას მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ჩამოწერონ ტექსტურ რედაქტორში სურათები მოვიძიოთ ინტერნეტში და გავაფორმოთ; გეოგრაფიის მასწავლებელი დავალებას აძლევს  მომავალი გაკევეთილისათვის მოამზადონ პრეზენტაცია დახატონ საქართველოს რუკა მონიშნონ საქართველოს ნაკრძალები და ჩამოწეროს მცენარეები დაცხოველები

გაკვეთილი მე–2
დასკვნითი გაკვეთილი  პრეზენტაცია;
ჩატარებული გაკვეთილის  ანალიზი პრეზენტაცია შეფასება;
სამივე საგნის მასწავლებელი ინფორმატიკის  გეოგრაფიის და ბიოლოგიის გეოგრაფიის გაკვეთილზე ე.ი 2 დღის შემდეგ ვხვდებით მოსწავლეებს თავიანთ საკლასო ოთახში;  გეოგრაფიის მასწავლებელი აუხსნის ბავშვებს პრეზენტაცია როგორ ჩატარდება კიდევ ერთხელ  გააცნობს შეფასების სქემას ბიოლოგიაში და გეოგრაფიაში და სთხოვს მოსწავლეებვს წყვილებში გამოვიდნენ და მათ მიერ მომზადებული პრეზენტაცია წარმოგვიდგინონ; პრეზენტყაციის დრო მინიმუმ 3 წუთია; თითქმის ყველა წყვილი ახდენს პრეზენტაციას ბავშვები უსვამენ შეკითხვებს და ყველა ერთად უწერთ შეფასებას გეოგრაფიაში და ბიოლოგიაში;  ბოლოს მოსწავლეებს ვურიგებთ შეფასების ფურცლებს სადაც ისინი წერენ მოეწონათ თუ არა გაკვეთილი აქვთ თუაარა სურვილი მსგავსი გაკვეთილები კიდევ ჩაუტაროთ;
შეფასება
შეფასებით მოსწავლეთა ნამუშევრები ფასდება სამივე საგანში ცალ–ცალკე შეფასების სქემის მიხედვით სქემა იხ დანართი 2
ინფორმატიკა – შეფასების კრიტერიუმი––– ტექსტის აკრეფა, ინფორმაციის სწორად შენახვა, ინტერნეტიდან სურათების გადმოწრა, ტექსტში სურათის ჩასმა, დროის ლიმიტი მაქსიმუმ  2–2 ქულა –  სულ 10 ქულა;
გეოგრაფია –

სასკოლო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
ინტერნეტი Google com  საძიებო სისტემა
 გეოგრაფიის სახელმძღვანელო
ეროვნული სასწავლო გეგმა

No comments:

Post a Comment