Saturday, December 7, 2013

პირველი კლასი – "ნიკოს კომპიუტერი"

გაკვეთილის  თემა
შეძენილი ცოდნის გამეორება
ნიკოს კომპიუტერი - პ. მამფორია

სწავლების საფეხური ინტეგრირებული საგნები
ქართული                             I კლასი
ინფორმატიკა

მოსწავლეთა პროფილი –26 მოსწავლე

მასწავლებლები   ნინო გვათუა
                                  ნანა ნოზაძე
გაკვეთილის ტიპი   
ქართული ენა
შეძენილი ცოდნის განმეორება;
მიზანმიმართული სამეტყველო აქტივობის უნარ-ჩვევების განვითარება:
ნასწავლის აღდგენა, განმეორება-გახსენება სათანადო კითხვებით;
კითხვა-პასუხებით ჯგუფის გააქტიურება;
მთელი კლასის ჩართვა მუშაობის პროცესში; კითხვის უნარ-ჩვევების განმტკიცება;
ინფორმატიკა
ანბან-პლაკატზე მუშაობა;
კოგნიტურ სავარჯიშოზე მუშაობა.

აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მარტივი სასკოლო, სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ზეპირმეტყველების მარტივი უნარ-ჩვევების განვითარება;
კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევების განვითარება;
სიტყვის მთლიანი ხატის აღქმა;
სივრცითი მიმართებების დამყარების უნარების განვითარება;
კითხვაში გავარჯიშება;
გააზრებული კითხვის საწყისი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
შეუძლია სივრცითი მიმართებების დამყარება;

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები / ინდიკატორები
  • ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
  • უცნობი სიტყევების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს კითხვებს;
  • მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში. მოსწავლე გადმოსცემს მარტივ ინფორმაციას მისთვის ნაცნობ თემებზე,
  • მინიშნებებზე დაყრდნობით გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარს;
  • აღწერს ილუსტრაციას (სწორად აღწერს საგანთა განლაგებას: წინ, უკან, ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ);
  • წინასწარ მოცემული გეგმის / ინსტრუქციის მიხედვით თანმიმდევრულად გადმოსცემს ფაქტებს; მოსწავლე სათანადოდ აღიქვამს წაკითხული მარტივი ტექსტის შინაარს.
  • ქმნის ტექსტის ან მისი ცალკეული ეპიზოდის შესატყვის ილუსტრაციებს.
მოსწავლე ამოიცნობს ტექსტში მარტივ ენობრივ ერთეულებს.
¬  განარჩევს თანხმოვან და ხმოვან ასოებს ერთმანეთისაგან;
¬  გამოარჩევს სიტყვაში მარცვლებს

¬¬¬¬¬
მიმართულება ზეპირმეტყველება:
სტ. I.  1 ინდიკ. 1; 2; 3
სტ. I.  2 ინდიკ. 1; 2; 4
მიმართულება კითხვა:
სტ. I.  5 ინდიკ. 3
სტ. I. 6 ინდიკ. 1; 2

თანმიმდევრობა : აქტივობა
ნაბიჯ-ნაბიჯ
გაკვეთილი მიმდინარეობს ინფორმატიკის კაბინეტში
გაკვეთილი მიჰყავს ქართული-ენის მასწავლებელს
ნინო გვათუას და ინფორმატიკის მასწავლებელს
ნანა ნოზაძეს.
ქართული ენა
მასწავლებლის აქტივობა:
მინდა გიამბოთ ერთი პატარა ბიჭის ამბავი - მამამ ნიკოს საჩუქრად ლამაზი ყუთი მოუტანა, ყუთს ეკრანი და კოხტად ჩარიგებული, ჩაწიკწიკებული ღილაკები ჰქონდა.
-          ეს ჭკვიანი მანქანაა, - თქვა მამამ და ღილაკს თითი დააჭირა.
ეკრანზე ცეროდენა ბიჭი დაიხატა.
-          გამარჯობა ! - თქვა ცეროდენამ.
-          გაგიმარჯოს! - მიესალმა ნიკო
-          რა გქვია ?! - ჰკითხა გაოცებულმა ნიკომ.
-          მანქანიკო - უპასუხა ცეროდენამ.
-          ვინ ხარ ? - ჰკითხა ცეროდენამ.
-          პატარა ქართველი ვარ, ჩემი სამშობლო საქართველოა.
-          საქართველო ? - დაფიქრდა მანქანიკო.
      მოდით ერთად ვიმოგზაუროთ საქართველოში, ვნახოთ: „თეთრი მთების ლურჯი ზღვისა და ცხოველი მზის ქვეყანა;
 ლამაზი, ნიჭიერი, მშრომელი, კეთილი და საოცრად სტუმართმოყვარე ხალხის სამშობლო“
ინფორმატიკა
მასწავლებლის აქტივობა :
მონიტორზე სლაიდები
„საქართველოს ღირსშესანიშნაობები“
ქართული ენა
მასწავლებლის აქტივობა : კითხვებზე პასუხის გაცემა.
რომელია საქართველოს დედაქალაქი ?
ვინ დაარსა თბილისი ?
რომელ საუკუნეში დაარსა ვახანგ გორგასალმა თბილისი?
ლეგენდა თბილისზე.
ვინ და რატომ უწოდა მეფე ვახტანგს - გორგასალი ?
ხალხური ლექსი:
„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს რეკა.“
ინფორმატიკა
მასწავლებლის აქტივობა: მონიტორზე სლაიდები:
თბილისის ხედები,
ვახტანგ გორგასლის ძეგლი,
მეტეხის ტაძარი,
კავკასიონის ქედი,
იალბუზი,
ქართული ენა
მასწავლებლის აქტივობა:
ეს ტაძრები, ეკლესია-მონასტრები ადასტურებენ ქართველთა ქრისტიანობას - მართლმადიდებლობას.
კითხვა-პასუხი:
ვინ შემოიტანა ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში?
რომელ საუკუნეში შემოიტანა წმ. ნინომ ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში ?
ვინ მიიღო პირველად ქრისტიანული სარწმუნოება?
ლეგენდა მეფე მირიანზე - როგორ მიიღო მან ქრისტიანული სარწმუნოება ?
ანა კალანდაძის ლექსი
„მოდიოდა ნინო მთებით...“
ინფორმატიკა
მასწავლებლის აქტივობა:
მონიტორზე სლაიდები:
წმ. ნინოს ხატი;
 დედოფალი ნანა და მეფე მირიანი.
ქართული ენა
მასწავლებლის აქტივობა:
    ეს საოცარი ტაძრები ულამაზესი წარწერებითაა დამშვენებული, მათში მთელი საქართველოს დიადი წარსულია აღბეჭდილი. თქვენ მხოლოდ ახალ ანბანს იცნობთ, თუმცა ჩვენმა დამწერლობამ ფარნავაზ მეფიდან დღემდე ცვლილებები განიცადა.
    კითხვებზე პასუხის გაცემა:
რა არის ფარნავაზ მეფის სახელთან დაკავშირებული?
ლეგენდა ფარნავაზ მეფეზე;
ლექსი ფარნავაზ მეფეზე;
ინფორმატიკა
მასწავლებლის აქტივობა:
მონიტორზე სლაიდები:
სლაიდები ფარნავაზზე;
მონიტორზე ქართული ანბანი,
ასომთავრული;
ქართული ენა
მასწავლებლის აქტივობა:
კითხვა-პასუხი
რას ეწოდება ანბანი?
საიდან წარმოიშვა ანბანი?
რამდენი ასოა ქართულ ანბანში?
რამდენი ხმოვანია? რამდენი თანხმოვანია?
გავიხსენოთ, რა ლექსი მიუძღვნა ლადო ასათიანმა ქართულ ენას.
მოსწავლეთა აქტივობა:
„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ,
ხმათა ხავერდების და
ღმერთების ენავ.“...
ენა ქართული - დედაა ჩვენი
ენა ქართული - ძალაა ჩვენი
ენა ქართული - სისხლი და ხორცი ქართველი კაცის
ენა ქართული - შემონახული ცეცხლით და შანთით
ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა
ენა ქართული საამო და საგალობელი.
ქართული ენა
მასწავლებლის აქტივობა:
არც თუ ისე შორეულ წარსულში საქართველოში დაიბადა ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც ჯერ შექმნა და შემდეგ უკვდავყო წიგნი.
ვინ იყო ეს ადამიანი და რომელ ენაზეა საუბარი?
ბავშვები საუბრობენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაზე.
ინფორმატიკა
მასწავლებლის აქტივობა:
მონიტორზე ჩანს იაკობის პორტრეტი.
დედაენის სურათი.

ქართული ენა
მასწავლებლის აქტივობა:
გავიხსენოთ დემნა შენგელაიას სიტყვები
მოსწავლეთა აქტივობა:
„ქართველი კაცი ხელმეორედ მაშინ დაიბადება, როდესაც დედაენას პირველად ხელში აიღებს.“
ინფორმატიკა
მასწავლებლის აქტივობა:
მონიტორზე გამოჩნდება მოლაპარაკე ანბანი;
კითხულობენ ასოებს;
სიტყვების წაკითხვა;
ხმოვნები - თანხმოვნები;
კოგნიტური სავარჯიშოები.
შე      შეფასება
აქტიური მოსწავლე
ლექსის მხატვრულად წაკითხვა
კითხვა პასუხის გაცემა (სრული პასუხი)
              რესურსები
კომპიუტერი,
პროექტორი,
მაგნიტური დაფა.

No comments:

Post a Comment